ირაკლი კირცხალია: როგორც კი მსოფლიოში საომარი რიტორიკა მშვიდობის რიტორიკით შეიცვლება, მყისიერად შეიცვლება ქვეყნების დამოკიდებულებაც საქართველოს მიმართ
,,ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, როგორც კი მსოფლიოში საომარი რიტორიკა მშვიდობის რიტორიკით შეიცვლება, მყისიერად შეიცვლება ქვეყნების დამოკიდებულებაც საქართველოს მიმართ.
,,აშშ არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში – ეს ყველამ ვიცით და ვთანხმდებით ამ ყველაფერზე. ამიტომ, ჩვენ გვაძლევს საფუძველს სწორედ ის პოლიტიკა, ის ღირებულებები, ფასეულობები, რის საფუძველზეც ამერიკელებმა ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია აირჩიეს, რომელიც სრულ თანხვედრაშია იმ ფასეულობებთან და ღირებულებებთან, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ამდენად, მსოფლიოში როგორც კი მშვიდობის რიტორიკით შეიცვლება საგარეო პოლიტიკა – ახლა ომის რიტორიკაა, ყველა ქვეყნის საგარეო კურსი საომარი რიტორიკის ქვეშ აქვს, როგორც კი სამშვიდობო რიტორიკისკენ გადაიდგმება ნაბიჯები, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულებები საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა კირცხალიამ.