მაჭარაშვილი – გვარამიაზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია
„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„როდესაც გვარამია „რუსთავი2“-ში მუშაობდა და სასამართლომ ის გაამტყუნა თანხის მითვისებაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატყდა ჟრიამული, რომ როგორ შეიძლებოდა მედია მენეჯერის დაკავება, ეს იყო ტყუილი და ა.შ. ახლა, კიდევ ერთხელ, ხომ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი თაღლითია. ოქუაშვილმა აღიარა, რომ 100 ათას ლარამდე ხელფასი აქვს რაში, იმაში რომ ერთი წუთით შევიდეს კარავში და მერე სახლში თბილად დაიძინოს, მერე წავიდეს ბრიუსელში და ა.შ. ამაში იღებს 100 ათას ლარს.
მინდა ვკითხო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციებზე იყინებოდნენ და ვკითხო იმ თანამშრომლებს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებაში ხელს უწყობენ დეზინფორმაციის მანქანას, როგორიც არის „მთავარი არხი“, რატომ იღვწიან?! იმისთვის, რომ გვარამიამ 100 ათასები ჩაიდოს ჯიბეში და თვითონ დეზინფორმაცია გაავრცელებინოს ამ ახალგაზრდებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ოქუაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: ,,გვარამია და გაბუნია, „მთავარ არხზე“ საკუთარი ფინანსური დანაშაულების ჩადენით, ივანიშვილის და მისი ჯგუფის დავალებების შემსრულებლები გახდნენ. ნიკა გვარამიამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ოპოზიციის დასანაწევრებლად, მმართველი პარტიის სასარგებლოდ”.
განცხადებაში ასევე წერია, რომ “გახსნისთანავე ნიკა გვარამიამ, ჯერ იყო და 88,500 ლარი დაინიშნა ყოველთვიური ხელფასის სახით, შემდეგ კი, ფულის გათეთრებით დაკავდა – მილიონობით არადეკლარირებული ნაღდი დოლარის გათეთრებით, საქართველოდან საერთაშორისო საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვით, ევროპისა და ბრიტანეთის ჩათვლით”.