ირაკლი კირცხალია: სამართლებრივ ჭრილში თუ შევხედავთ ამ სანქციებს, სრულიად აცდენილია სამართლებრივ საფუძვლებს

,,ეს ხომ არის კუდის მოქნევის მცდელობები და დარწმუნებული ვარ, ესეც არ არის ის, რასაც ეს ჩვენი ოპოზიციური გაერთიანება ელოდებოდა. სამართლებრივ ჭრილში თუ შევხედავთ ამ სანქციებს, სრულიად აცდენილია სამართლებრივ საფუძვლებს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ურთიერთობების გადატვირთვისკენ.

„ეს [ალენ ბერსეს ვიზიტი] არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ურთიერთობის გადატვირთვისკენ. ჩვენ, ჩვენი მთლიანი გუნდი ამას ასე ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, თითოეული საღად მოაზროვნე ადამიანიც. რაც შეეხება იმას რომ ელიან ბატონი ბერსეს დაბრუნებას და ობიექტური ინფორმაციის ჩატანას, რომელიც წაიღო მან საქართველოდან, რეალურად ამაში ეჭვი არ მეპარება. რა თქმა უნდა, დაელოდებიან. ევროპარლამენტშიც, ზოგადად ევროპულ სტრუქტურებშიც არის ცვლილებები, ახალი ფორმირებებია, ყველას კარგად გვახსოვს და იქაც არსებობენ ლობისტური ძალების გარდა საღად მოაზროვნე ადამიანები, ვინც პრაგმატულად და ობიექტურად არის დაინტერესებული საქართველოთი. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები დაელოდებიან და მოისმენენ ბატონი ბერსესგან იმ რეალურ და ობიექტურ ვითარებას საქართველოში, რასთანაც აქვთ საქმე.

რაც შეეხება პარალელურად დიპლომატიურ პასპორტებზე სანქციების საკითხს, არსად წასულან ის ლობისტური ჯგუფები. წლობით არიან ლობიზმით დაკავებული და უბრალოდ, ჩვენი საზოგადოებისთვის ბოლო წლებში, 2022 წლიდან და განსაკუთრებით ბოლო თვეებში გააქტიურდა ის სახელები, გვარები და სახეები, რასაც ევროპარლამენტში უყურებს, ისინი ხომ არსად არ წასულან. ეს ხომ არ ის კუდის მოქნევის მცდელობები და დარწმუნებული ვარ, ესეც არ არის ის, რასაც ეს ჩვენი ოპოზიციური გაერთიანება ელოდებოდა“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები