ლევან მგალობლიშვილი ვახტანგ გომელაურს ვიცე-პრემიერად დანიშვნას ულოცავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ვიცე-პრემიერად დანიშვნას ულოცავს.
“ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ვიცე-პრემიერად დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებ. ვახტანგ გომელაური თავის უწყებასთან და თანამშრომლებთან ერთად ქვეყანაში მშვიდობის, წესრიგის და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება და პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მისასალმებელია”,- წერს ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.