ბექა ოდიშარია დიასპორისა და კულტურის საკითხებში პრემიერის მრჩეველი იქნება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციას დაიკავებს დიასპორისა და კულტურის საკითხებში.

მანამდე, ოდიშარია მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტში იყო მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და კულტურის კომიტეტის წევრი და ორი მოწვევის პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები