“გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, როგორც ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე ელჩებთან” – დავით მათიკაშვილი
“ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, როგორც ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან, ასევე ელჩებთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, დღე არ გადის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტული ქვეყნის ელჩს არ შეხვდეს.
“ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, როგორც ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან, ასევე ელჩებთან. დღე არ გადის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტული ქვეყნის ელჩს არ შეხვდეს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე შემდგარი, ლეგიტიმური არჩევნების ფონზე, ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური მთავრობა და ის ახორციელებს ქვეყნის მართვას და შემდეგ პროგრესს. ამას მიეჩვიოს ყველა და რეალობას გაუსწოროს თვალი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.