“მოლაპარაკებების გახსნაზე შემოთავაზებას ევროკავშირისგან ველით; რაც მალე, მით უკეთესი” – მათიკაშვილი
“მოლაპარაკებების გახსნაზე შემოთავაზებას ევროკავშირისგან ველით! რაც მალე, მით უკეთესი! ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს!”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესშია.
„საკითხს გააჩნია პოლიტიკური მდგენელი. მთავრობის მეთაურის მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ ჩვენ ვართ სრულიად მზად პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც მალე მოხდება ეს ევროკავშირის მხრიდან – წერილობითი თუ გადაწყვეტილების ფორმით – მზად ვართ, მყისიერად დავეთანხმოთ. ეს მხოლოდ ჩვენი ინტერესია! ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს და ჩვენ ნაბიჯს ევროკავშირისგან ველოდებით – ჩვენ მყისიერად დავეთანხმებით, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც მალე მით უკეთესი! ეს სრულიად არის ევროკავშირის მხარეს. ჩვენ ვართ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სულისკვეთების თანაზიარი, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად აქვს უდიდესი სურვილი, რომ ეს დროულად მოხდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.