რობერტა მეცოლა: ქართველების მიმართ ჩვენი მიმართვა არის, არ მიატოვონ ევროპული გზა

“იმ ხალხის მიმართ, ვინც ევროპას საკუთარ სახლად უყურებს, ჩვენ გავეცით დაპირება, რომ არ დავუხურავთ კარს. ეს მოიცავს საქართველოს მოსახლეობას, ვინც დღეს კვლავ ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით, ჩვენ მათ არ მივატოვებთ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

როგორც მეცოლამ აღნიშნა, საქართველოს შეუძლია, ელოდოს ძლიერ ფორმულირებას ევროპარლამენტიდან.

„თქვენ შეგიძლიათ, ელოდოთ ძლიერ ფორმულირებას ევროპარლამენტიდან. ქართველების მიმართ ჩვენი მიმართვა არის, არ მიატოვონ ევროპული გზა. მე წლებია, მოვდივარ ევროკავშირის საბჭოში და არის ერთი რაღაც, რაც დომინირებს ყველა საბჭოზე – ჩვენ გავეცით დაპირება იმ ხალხის მიმართ, ვინც ევროპას საკუთარ სახლად უყურებს, რომ ჩვენ არ დავუხურავთ კარს ამ ხალხს. ეს მოიცავს საქართველოს მოსახლეობას, ვინც დღეს კვლავ ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით, ჩვენ მათ არ მივატოვებთ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები