არგენტინაში, სან ფერნანდოში, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 2 პილოტი დაიღუპა. თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი ურუგვაიდან მოფრინავდა და ბუენოს-აირესთან კონტროლი დაკარგა. ჩამოვარდნის დროს საჰაერო ხომალდი საცხოვრებელ სახლებს შეეჯახა. გაჩნდა ხანძარი, დაზიანებულია მანქანებიც.
იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა, შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ, ჯერ არ არის დაზუსტებული.
მაშველების მოსვლამდე, ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა.