ლიტერატურული პრემია „საბა“ 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გამოვლინდნენ ლიტერატურული პრემია „საბა“ 2024-ის გამარჯვებულები. ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს „საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება.
ჟიურიმ განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ათ სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული:
„წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”: აინე მერმე, „ეუარა“ (ინდიგო);
„წლის საუკეთესო კრიტიკა”: ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (გამომცემლობა ინტელექტი);
„წლის საუკეთესო პიესა”: გიორგი მაისურაძე, „ლეთე“ (ინდიგო);
„წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა”: ზაზა ბურჭულაძე, „ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დაწესებული ჯილდო – „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში”: ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა);
„წლის საუკეთესო ქართული თარგმანი”: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ (გამომცემლობა დიოგენე);
„წლის საუკეთესო პროზაული კრებული”: მარი ბექაური, „ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
„წლის საუკეთესო პოეტური კრებული”: ბესიკ ხარანაული, „ეს საქართველოა“ (გამომცემლობა ინტელექტი);
ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“ წელს ორი დამოუკიდებელი „საბა” გაიცა, გამარჯვებულები გახდნენ: ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა) და დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (გამომცემლობა „პალიტრა L“);
ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცემა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.