ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიო რეიტინგში 11 ადგილით გაუმჯობესდა

ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა და ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით დიდი შვიდეულის 3 ქვეყანას გაუსწრო – ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2024 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსს აქვეყნებს.

ინდექსი ფულის გათეთრების რისკს მსოფლიოს 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ზომავს.

ინდექსის თანახმად, საქართველოს ფულის გათეთრების რისკის მაჩვენებელი შემცირდა. ქვეყანამ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 4,64 მიიღო, რაც გაუმჯობესებული შედეგია.

2024 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 11 საფეხურით გაუმჯობესდა – 102-დან 113-ე ადგილამდე. ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ბევრ წარმატებულ ეკონომიკას, დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიას, იტალიას, კვიპროსს, მალტას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, სინგაპურს, ჰონგ-კონგს და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები