დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ თურქეთი სირიისთვის მთავარი ძალა იქნება

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ თურქეთს სირიის მომავლის საკვანძო ძალა უწოდა.

„არავინ არ იცის, რა მოხდება სირიაში, მაგრამ ვფიქრობ, თურქეთს საკვანძო მნიშვნელობა ექნება“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ტრამპმა დადებითად შეაფასა მისი ურთიერთობა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, მას ძალიან ჭკვიანი უწოდა და თურქეთის სამხედრო ძალა შეაქო.

„თურქეთი მთავარი ძალაა. ერდოღანი არის ადამიანი, რომელთანაც მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. მან ჩამოაყალიბა ძალიან მტკიცე, ძლიერი არმია, რომელიც ომმა ვერ გამოფიტა. ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია“, – თქვა მან.

ამავდროულად, ტრამპმა ასადს მკვლელი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მმართველობის შედეგად უამრავი მსხვერპლი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები