რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზეა დაკავებული.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები