„დადეშქელიანთა რეზიდენციები: ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები“ – ფოტოგამოფენა და წიგნის წარდგენა უნივერსიტეტში
18 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, გაიმართება ფოტოგამოფენა და როზეტა გუჯეჯიანისა და ქეთი ხუციშვილის წიგნის წარდგენა: „დადეშქელიანთა რეზიდენციები: ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა და ნაშრომი ეძღვნება სვანეთის გამორჩეული ფეოდალური საგვარეულოს – დადეშქელიანების, ღვაწლს საქართველოს ისტორიასა და ქართული კულტურის განვითარებაში და განკუთვნილია დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრისთვის.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე.