ახალციხის მუნიციპალიტეტში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ მუგარეთთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰონდას“ მარკის ავტომობილი სავარაუდოდ, გადასასწრებად მანევრს ასრულებდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.