არასრულწლოვანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, დარბაზიდან გათავისუფლდა

არასრულწლოვანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღნიშნული შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა.

პროკურორის ინფორმაციით, შუამდგომლობის საფუძველი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება გახდა.

17 წლის ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს, სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები