საინტერესოა ახლა, როდესაც აშშ-ის ანგარიშიც ამბობს, რომ სანდო პარტნიორია საქართველო რა განცხადებას გააკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები” – გორდულაძე

“როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, უმაღლესი თანამდებობის პირები ვამბობთ ხოლმე, რომ ურყევია ქართველი ხალხის ნება და შესაბამისად „ქართული ოცნების“ გუნდის გადაწყვეტილებას, რომ ვიაროთ მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთისკენ და ამ გზიდან არასდროს არ გადავუხვევთ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„გამოვლენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც წარუმატებლად, მაგრამ პიარული მეთოდების გამოყენებით, რომ მილიონჯერ უნდა გაიმეორონ ერთი და იგივე ფრაზა იმისთვის, რომ საზოგადოების თავში ჩააჭედონ ლურსმანივით ამბობენ ხოლმე, რომ დემოკრატიული უკუსვლა არის ჩვენს ქვეყანაში. ახლა საინტერესოა, როდესაც აშშ-ის ანგარიშიც ამბობს, რომ სანდო პარტნიორია საქართველო აშშ-სთვის, რა განცხადებას გააკეთებენ ისინი“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები