თურქეთის ელჩი: ორი დღის წინ საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი, ვულოცავ მას არჩევას

“ორი დღის წინ საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი, ვულოცავ მას არჩევას და მინდა გამოვხატო მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში”, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩი, ალი ქაან ორბაი აცხადებს.

ელჩი გამოხატავს მზაობას, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს.

“ვულოცავ მას არჩევას და მინდა გამოვხატო ჩვენი მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში. ჩვენ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, მზად ვართ, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ იმისათვის, რომ მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა, კიდევ უფრო განვითარდეს რეგიონში“, – განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები