ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით, 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები