“საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა” – არჩილ გორდულაძე
“საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში წერს.
“საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა.
სიცრუის გამავრცელებლები რატომ მალავენ, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე – ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზურად.
დეპარტამენტის უფროსი როგორ დაინიშნება თუ ქართული არ იცის? როგორ შეძლებს საქმე აწარმოოს?
ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად. საჯარო მოხელისთვის სახელმწიფო ენის მოთხოვნის გაუქმება ისეთივე მართალია, როგორც 300 000 ხმის გაყალბება და ევროპული კურსიდან გადახვევა”, – წერს გორდულაძე.