“მიხეილ ყაველაშვილი სათავეს დაუდებს პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ნდობის აღდგენას” – გურამ მაჭარაშვილი

“ავირჩიეთ მიხეილ ყაველაშვილი – ადამიანი, რომელიც ეროვნული იდენტობის სიმბოლოა საქართველოში, და რომელიც სათავეს დაუდებს საქართველოში საზოგადოების მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ნდობის აღდგენას”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ორი პრეზიდენტის და განსაკუთრებით ბოლო პრეზიდენტის ფუნქციების შესრულების დროს თავიდან ბოლომდე ნდობა ჰქონდა დაკარგული ამ ინსტიტუციას და მეტიც, პრაქტიკულად მოღალატეობრივი ფუნქციები შეითავსა ე.წ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები