15 დეკემბერი ქართველი მსახიობის – ლევან უჩანეიშვილის დაბადების დღეა
ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი დაიბადა 1958 წლის 15 დეკემბერს, თბილისში. მას 66 წელი შეუსრულდა.
1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. კინოში იღებენ 1976 წლიდან. 1980-იანი წლების განმავლობაში როლებს ასრულებდა ქართულ ფილმებში: „სახლი ლესნაიაზე“, „კუკარაჩა“, „მამაკაცები და სხვები“, „სპირალი“, „ამბავი სურამის ციხისა“ და სხვა.
1990-იანი წლებიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში, სადაც მონაწილეობს ჰოლივუდის ფილმებში, რომელთაგან აღსანიშნავია: „დამოუკიდებლობის დღე“ (1996), „ბლეიდი“ (1998), „პრეზიდენტის თვითმფრინავი“ (1997), „ვირუსი“ (1999), „25-ე საათი“ (2002) და სხვა.