“აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთგვარი რბოლაა, მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის, დუმილი არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით ამაზეა გათვლილი” – ლევან მახაშვილი
“ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი მშვიდობასა და სტაბილურობაზე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ თითოეულ ქმედებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
“დაახლოებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე არის ერთგვარი რბოლა, რომ მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის, გარკვეული ძალების დუმილი არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით სწორედ ამაზეა გათვლილი. თუ რამენაირად შეძლებენ და მაქსიმალურად დააზიანებენ ხელისუფლებას, კი ბატონო, თუ არადა, რაღაც ეტაპიდან მერე დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა.
ჩვენი პასუხისმგებლობა არის ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი მოსახლეობისადმი, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი მშვიდობასა და სტაბილურობაზე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ თითოეულ ქმედებას”, – განაცხადა მახაშვილმა.