გენო პეტრიაშვილი – “ტვ პირველს” – არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს, ჩვენი სიყვარული არიან ისინი და გთხოვთ, პროვოკაციებს შეეშვით

“ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. ამ ადამიანებს ეცით პატივი. 1 120 000 ადამიანია და პატივი ეცით ამ ადამიანების არჩევანს. მოკითხვა ჩვენს გულშემატკივარს და დიდი სიყვარული სრულიად საქართველოს ჩვენგან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გენო პეტრიაშვილმა “ტვ პირველის” ჟურნალისტს განუცხადა.

“არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს, ჩვენი სიყვარული არიან ისინი და გთხოვთ, პროვოკაციებს შეეშვით. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით.

თქვენ სანამ ჩვენს ამომრჩეველს პატივს არ სცემთ, არ ჩავწერთ ჩვენ თქვენთან ინტერვიუს. არ სცემთ თქვენ პატივს და არ ჩავწერთ ინტერვიუს. ძალიან გთხოვთ  პროვოკაციულ კითხვებს შეეშვით. ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. ამ ადამიანებს ეცით პატივი. 1 120 000 ადამიანია და პატივი ეცით ამ ადამიანების არჩევანს. მოკითხვა ჩვენს გულშემატკივარს და დიდი სიყვარული სრულიად საქართველოს ჩვენგან. არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს, ჩვენი სიყვარული არიან ისინი და გთხოვთ პროვოკაციებს შეეშვით. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით”, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები