თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თელავში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები