მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ნაკაშიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე და ის გაამართლა, თუმცა, სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე.
სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანი ადამიანები. მათ შორის, გიორგი ნაკაშიძის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფება რეჟისორი ქეთი დოლიძეც.
გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.