პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება – რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია
პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
ამ დროისთვის, აქციაზე მშვიდი ვითარებაა. პარლამენტთან არიან სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც დღეს მსვლელობა გამართეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მე-15 დღეა გრძელდება.