“მილიონ ას ოცი ათას ადამიანს არ მიუცია „ქართული ოცნებისთვის“ ხმა იმისთვის, რომ შარლ მიშელი იქნება თუ რომელიმე სხვა ევროჩინოვნიკი, მისი შეხედულებიდან გამომდინარე, აქ რაიმე შეიცვალოს” – მათიკაშვილი

“მილიონ ას ოცი ათასი ადამიანი ტყუილად არ მდგარა რიგში, არ მიუცია „ქართული ოცნებისთვის“ ხმა იმისთვის, რომ შარლ მიშელი იქნება, თუ რომელიმე სხვა ევროჩინოვნიკი, მისი შეხედულებიდან გამომდინარე, აქ [საქართველოში] რაიმე შეიცვალოს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

„რეალურად ის, რომ „შარლ მიშელი 2“ არ იქნება, ალბათ ის საკითხია, სადაც ყველა ვთანხმდებით. კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასვლა, იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არც სამართლებრივად, არც კონსტიტუციურად ოპოზიციას არ ეკუთვნის და მას უნდა დაუთმო. დასრულდა ამაზე საუბარი. მილიონ ას ოცი ათასი ადამიანი ტყუილად არ მდგარა რიგში, არ მიუცია „ქართული ოცნებისთვის“ ხმა იმისთვის, რომ შარლ მიშელი იქნება, თუ რომელიმე სხვა ევროჩინოვნიკი, მისი შეხედულებიდან გამომდინარე, აქ [საქართველოში] რაიმე შეიცვალოს. არის საქართველოს კონსტიტუცია და ეს კონსტიტუცია მოქმედებს. ამიტომ არა „შარლ მიშელი 2“, არამედ დიალოგი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები