“ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი კომუნიკაცია შედგა გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შორის” – მათიკაშვილი

“ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი კომუნიკაცია შედგა გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შორის, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული. ამის შესახებ ჩვენც და ფრანგულმა მხარემაც შესაბამისი საჯარო განცხადებები გააკეთა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ასევე, საუბარი იყო დიალოგზე.

“იყო საუბარი დიალოგზე. დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, დიალოგი არის ის მიმართულება, რომლის არ არსებობა პირველ რიგში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე შეიძლება მეტყველებდეს, ამიტომ დიალოგის არ არსებობა რა თქმა უნდა ამ პოზიტიურ ურთიერთობაში, სადაც საქართველოს გაცხადებული სურვილი არის ევროკავშირში შესვლა, ხოლო ევროკავშირის სურვილია საქართველოსთან მიმართებით შესაბამისი ნაბიჯები და პროცესები წარმართოს, რა თქმა უნდა საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ პოზიტიური ვერაფრით ვერ იქნება, თუკი დიალოგი არ არის.

არსებობს მოცემულობა დღეს პოლიტიკური მდგენელი საქართველოში, რასთან მიმართებითაც შემდგარი, უკვე არსებული ფაქტი, რომლის გარშემოც დიალოგი ამ ფაქტს ვერანაირად ვერ შეცვლის, მაგალითად ეს არის არჩევნები საქართველოში. დიალოგის რეჟიმი და დიალოგთან მიმართებით არსებული საუბრები, ცხადია, არის აბსოლუტურად რელევანტური, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რაზე გვექნება დიალოგი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები