“ინფორმაცია გვაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაც მოწოდებებს აპირებს; ამ დღეების განმავლობაში მეტ სისულელეს გააკეთებს, ვიდრე წინა წლებში გაუკეთებია” – მდინარაძე

“ინფორმაცია გვაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაც მოწოდებებს აპირებს, ამ დღეების განმავლობაში მეტ სისულელეს გააკეთებს, ვიდრე წინა წლების განმავლობაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„[ოპოზიციონერი დეპუტატები] დაურეკავენ ხოლმე თავიანთ პატრონებს და რასაც ეტყვიან, ისე იქცევიან. ამიტომ იყო, რომ გუშინ ჯერ მზადყოფნა გამოთქვეს, ახლა ყველა დალაგდა და მწყობრად საერთო მესიჯბოქსს იმეორებენ. იმავეს გაიმეორებს ახლა სალომე ზურაბიშვილი, ინფორმაციებიც არსებობს, რაღაც მოწოდებებს აპირებს, სიგიჟეებს გააგრძელებს. საქართველოში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სალომე ზურაბიშვილი უფრო გავა მომსახურების არეალიდან. მეტ სულელურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, განცხადებას გააკეთებს, ვიდრე აქამდე გაუკეთებია. ამაზეც გვაქვს ინფორმაციები და შეგვიძლია, ეს წინასწარ ვთქვათ. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ამ დღეების განმავლობაში მეტ სისულელეს გააკეთებს და იტყვის, ვიდრე წინა წლების განმავლობაში გაუკეთებია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები