ლევან ნიკოლეიშვილი: ყველაზე ამორალურია, როცა შენი ჯარი დაღლილ-დაქანცული უკან იხევს, ცხედრები უპატრონოდაა მიტოვებული და თავდაცვის მინისტრი ამ დროს მილიონობით ღირებულების ბრილიანტების შეძენით არის დაკავებული
“იცით, რა არის ყველაზე ამორალური, როცა შენი ჯარი დაღლილ-დაქანცული უკან იხევს, გმირი ბიჭების ცხედრები უპატრონოდ რომ არის მიტოვებული, ხოლო თავდაცვის მინისტრი ამ დროს მილიონობით ღირებულების ბრილიანტების შეძენით არის დაკავებული”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყოველივე ამის შემდეგ კოლექტიური ნაციონალების და მათი მხარდამჭერების მხრიდან რამეზე საუბარი არანაკლებ ამორალურია.
„იცით, რა არის ყველაზე ამორალური, როცა შენი ჯარი დაღლილ-დაქანცული უკან იხევს, გმირი ბიჭების ცხედრები უპატრონოდ რომ არის მიტოვებული და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი მისი სკამის გადარჩენას რუსთაველზე, რომ ზეიმობს, ხოლო თავდაცვის მინისტრი კი ამ დროს მილიონობით ღირებულების ბრილიანტების შეძენით არის დაკავებული. ამის შემდეგ კი კოლექტიური ნაციონალების და მათი მხარდამჭერების მხრიდან რამეზე საუბარი არანაკლებ ამორალურია,“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.