“ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, პრეპარატებს იღებდა ექიმის დანიშნულებით” – მეტროში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატი

მეტროსადგურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბექა მინდორაშვილის ადვოკატი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

ადვოკატი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ მინდორაშვილს პრობლემები ჰქონდა.

მისი ინფორმაციით, ბრალდებული ექიმის დანიშნულებით მედიკამენტებს იღებდა, თუმცა, მათი მიღება შეწყვიტა.

„როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, პრეპარატებს იღებდა ექიმის დანიშნულებით. თუმცა როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში შეწყვიტა მათი მიღება. ზუსტად ახლა ვერ გეტყვით, როდის დატოვა ფსიქიატრიული კლინიკა. შემდეგი ეტაპია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება. არაფერს არ საუბრობს, იცნობდა თუ/ან რა გახდა მოტივი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

შემთხვევა 10 დეკემბერს მოხდა.

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბექა მინდორაშვილს ბრალი წარუდგინა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები