კულტურის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია, გაეცნო უჯარმის და დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დაათვალიერა გრემის მუზეუმი და სამონასტრო კომპლექსი.
მინისტრის მოადგილე გაეცნო ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და თანამშრომლებს მათ მოგვარებაში სამინისტროს მხარდაჭერას დაჰპირდა.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2023 წელს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის სააქტო დარბაზი გარემონტდა.
ბექა დავითულიანი გაეცნო უჯარმის ციხე-ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარებულ სამუშაოებს.
კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი 2018 წელს დაიწყო და დღემდე 1 914 464 ლარი დაიხარჯა.
მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა გრემის მუზეუმი და სამონასტრო კომპლექსი, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, გაიცნო თანამშრომლები და მათი საჭიროებები მოისმინა.