დავით მათიკაშვილი: სახელმწიფო იქნება უმკაცრესი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს და სახელმწიფოს, ან საზოგადოების ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ასწევს ხელს

,,სახელმწიფო იქნება უმკაცრესი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს და სახელმწიფოს, ან საზოგადოების ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ასწევს ხელს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მათიკაშვილი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„როგორც ეტყობა, მათი [ოპოზიციის] თვალთახედვით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის სიმძიმე უფრო მეტად გამოიკვეთოს. ამ ყველაფრის მისაღწევად არ ერიდებიან ეს უსამშობლო ადამიანები სისხლი დაიღვაროს. მოვუწოდებ სიფრთხილისკენ როგორც საზოგადოებას, ასევე იმ პირებს, ვინც ოდნავ მაინც ფიქრობს და გეგმავს იმას, რომ კრიმინალის ჩადენით, რაიმე ფორმით ის მერე დაუსჯელი დარჩება. ძალიან ცდებიან, რადგან სახელმწიფო იქნება უმკაცრესი ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს და სახელმწიფოს, ან საზოგადოების ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ასწევს ხელს – იმ კრიმინალში და იმ გეგმებში, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს გააჩნიათ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის განცხადებით: “დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები