მედია: მაკრონი ვადაზე ადრე პარლამენტის დათხოვნას არ აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე პარლამენტის დათხოვნას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას AFP პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამშაბათს, პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა თქვა, რომ აღარ აპირებს ეროვნული ასამბლეის დათხოვნას უფლებამოსილების ამოწურვამდე, 2027 წლის მაისამდე“, – იუწყება მედია.

ცნობისთვის, მაკრონმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები