“შეშფოთებას იწვევს იმის ხილვა, თუ რა მასშტაბისაა განზრახვა, არ მოხდეს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ლეგიტიმაცია, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს, საქართველოს ორ მილიონზე მეტმა მოქალაქემ თავისი პოლიტიკური არჩევანი უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებლების თანდასწრებით გააკეთა, არჩევნებთან დაკავშირებული სპეკულაციები არ წყდება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვაფასებთ პარტნიორობას ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან. ასევე, იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პატივისცემისთვის. შეშფოთებას იწვევს იმის ხილვა, თუ რა მასშტაბისაა განზრახვა, არ მოხდეს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ლეგიტიმაცია. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს, საქართველოს ორ მილიონზე მეტმა მოქალაქემ თავისი პოლიტიკური არჩევანი უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანდასწრებით გააკეთა, არჩევნებთან დაკავშირებული სპეკულაციები არ წყდება. ასევე, საგანგაშოა ის დიდი ზეწოლა, რომელსაც გარკვეული აქტორები ახორციელებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზე, მათ დამოუკიდებელ საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ყოველივე ეს ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების რეპუტაციას და ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიის განვითარებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.