“იცოდნენ, რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, ყველას დავიმახსოვრებთ” – სალომე ზურაბიშვილი
“დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღე არის და ასე დარჩება ისტორიაში, იცოდნენ, რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, ყველას დავიმახსოვრებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.
“10 დეკემბერი, ეს დღე მსოფლიოში ითვლება ადამიანის უფლებების აღნიშვნის დღედ და დღეს ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღე არის, ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე და ასე დარჩება საქართველოს ისტორიაში.
იცოდნენ, რომ ყველა გამოირკვევა, ვინ სად უნდა იყვნენ, რაც არ უნდა ნიღბები ატარონ და ყველას დავიმახსოვრებთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.