ლევან მახაშვილი: ყველაფერი ნათელია, თუ რეალურად ვის აქვს ინტერესი, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა
,,ნათელია, თუ რეალურად ვის აქვს ინტერესი, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა და გარკვეული ხელოვნური კრიზისი”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით ესტონელი და ლიეტუველი პოლიტიკოსების კრიტიკას.
მისივე თქმით, ყველაფერი ძალიან მარტივია.
„აქ საზოგადოებას მხოლოდ ერთი კითხვა უჩნდება, რიტორიკული კითხვა. მე მგონი ყველაფერი ნათელია, თუ რეალურად ვის აქვს ინტერესი, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა და გარკვეული ხელოვნური კრიზისი და ასევე, ვის აქვს იმის რეალური ინტერესი, რომ საქართველო არათუ დაუახლოვდეს ევროკავშირს, არამედ დაშორდეს ევროკავშირს და მე მგონი, ის განცხადებები, რაც ვნახეთ, ეს ადამიანები საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენენ ძალიან კარგად ამ მიმართულებით. ყველაფერი არის ძალიან მარტივი. ამ ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ საკუთარი პოზიციების გამოყენებით არსებული ხიდების დაწვა და პირიქით, ხელი უნდა შეუწყონ მაქსიმალურად იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო არსებითად, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს“, – განაცხადა მახაშვილმა.