“აქციაზე ნიღბის გამოყენება გამოხატვის თავისუფლებასთან კორელაციაში არ არის” – ქადაგიშვილი
“აქციაზე პოზიციას ღიად გამოხატავ, ნიღბის გამოყენება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან კორელაციაში არ არის, ნიღაბი რაღაც ფარული ქმედების ჩადენას ემსახურება, რომ დანაშაულის ჩამდენის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა განმარტა, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში ნიღბით სახის დაფარვა აკრძალულია.
„საპროტესტო აქციაზე პოზიციას ღიად გამოხატავ. ამიტომ, საპროტესტო აქციაზე ნიღბის გამოყენება არავითარ კორელაციაში არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ნიღაბი იმას ემსახურება, რომ რაღაც ქმედება იყოს ჩადენილი ფარულად და დანაშაულის ჩამდენის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდეს. აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში ნიღბით სახის დაფარვა აკრძალულია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.