ისრაელის ჯარები სირიის დედაქალაქის მახლობლად, 25 კილომეტრში იმყოფებიან

ისრაელის სამხედროები სირიის სამხრეთით შევიდნენ – ახლა ისინი დედაქალაქ დამასკოს სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 25 კილომეტრში არიან, – ამის შესახებ Reuters კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ისრაელის სამხედროებს ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ისრაელმა განაცხადა, რომ მისი საჰაერო თავდასხმები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ის არ ერევა სირიის კონფლიქტში და რომ მისი მიერ ბუფერული ზონის ხელში ჩაგდება თავდაცვითი ნაბიჯი იყო.

ამასთან, როგორც მედია იტყობინება, სირიის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ისრაელმა განახორციელა „დაახლოებით 250 საჰაერო თავდასხმა სირიის ტერიტორიაზე“, რომლის მიზანი იყო ბაშარ ალ-ის ყოფილი რეჟიმის სამხედრო პოტენციალის განადგურება.

„ისრაელმა გაანადგურა სირიის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები, მათ შორის სირიის აეროპორტები და მათი საწყობები, რადარები, სამხედრო საკომუნიკაციო სადგურები, ისევე როგორც იარაღისა და საბრძოლო მასალის საცავი სირიის პროვინციების უმეტესობის სხვადასხვა ადგილას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები