ანჯაფარიძე – აქციის მონაწილეების მიერ კუბოს დაწვაზე: შესანიშნავად იციან, რომ ტრადიციული საზოგადოებისთვის მსგავსი რამ მიუღებელია, მაგრამ მაინც აკეთებენ და სჯერათ, სხვებსაც თავიანთ ჭკუაზე გადაიყვანენ
“ვინ არიან სექტანტური რიტუალის ავტორები და შემსრულებლები? ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ “ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.” სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოიტანეს საქართველოში ეს ყველაფერი, ასწავლეს ადგილობრივებს, მათ კი სხვებს და ა.შ. – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენი სოცქსელები და მედია მხოლოდ ერთი დღით დაიპყრეს ამ ამაზრზენმა სცენებმა. მე ცოტა სხვა კუთხით შევხედავდი ამას და დავსვამდი კითხვას: ვინ არიან სექტანტური რიტუალის ავტორები და შემსრულებლები? ისინი ვინც თვლის, რომ “ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.” სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოიტანეს საქართველოში ეს ყველაფერი, ასწავლეს ადგილობრივებს, მათ კი სხვებს და ა.შ.
მათ შესანიშნავად იციან, რომ ჩვენი ტრადიციული საზოგადოებისთვის მსგავსი რამეები მიუღებელია, მაგრამ მაინც აკეთებენ. რატომ? იმიტომ რომ სჯერათ, რომ რაღაც ეტაპზე სხვებსაც მათ ჭკუაზე გადაიყვანენ. იმისათვის რომ ეს დაჩქარდეს, აქ იხარჯება მილიონები (გაუმჭვირვალედ!)”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.