თურქეთში, ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 30-მდე მანქანა შეეჯახა – არის მსხვერპლი(ფოტო)

თურქეთში, ვან-ერჯინის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც, დაახლოებით, 30 ავტომობილი მონაწილეობდა 2 სხვადასხვა ადგილას მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ნისლი და გზის საფარის მოყინვა გახდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ავტომაგისტრალი ჩაიკეტა.

“ამჟამად ჩვენი გუნდები არ იშურებენ ძალისხმევას დაშავებულების საავადმყოფოებში გადაყვანისა და ავარიაში მონაწილე მანქანების გამოსაყვანად. გზა გადაკეტილი იყო მოძრაობისთვის. მანქანების გაყვანის შემდეგ, გზა სატრანსპორტო საშუალებებისთვის გაიხსნება. ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს“,- განაცხადა გუბერნატორმა ოზან ბალჩიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები