“ქართული ოცნების” წევრი გივი მიქანაძე ჟურნალისტებზე ძალადობას და ბულინგს გამოეხმაურა.
„ეს პროცესები შეიძლება შეფასდეს როგორც ნეობოლშევიკური ან იგივე ლიბერალურ-ფაშისტური დამოკიდებულების მორიგი გამოვლენა
კონკრეტული აგრესიული ჯგუფებისგან, რომლებიც იმართებიან ან უშუალოდ წარმოადგენენ რადიკალური ფრთის წარმომადგენლებს. მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ეს ადამიანები არიან აგრესიაზე, ქაოსზე, ბულინგზე და შეურაცხყოფაზე ორიენტირებულები. მათი ხელწერა საზოგადოებისთვის ცნობილია, რადგან ეს არის ის ხელწერა, რომელიც შთამომავლობით მოჰყვებათ წინა ხელისუფლებისგან“, – განაცხადა მიქანაძემ.