”აქცია რომ მშვიდობიანი ხასიათის არაა, ამაზე მხოლოდ “ნაციონალები” და მათი მხარდამჭერები თუ შეგედავებიან” – ნიკოლეიშვილი

”აქცია რომ მშვიდობიანი ხასიათის არაა, ამაზე მხოლოდ “ნაციონალები” და მათი მხარდამჭერები თუ შეგედავებიან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პიროტექნიკით და მოლოტოვის კოქტეილებით შეტევა პოლიციელების და პარლამენტის მიმართულებით არ და ვერ იქნება პროტესტის გამოხატვის ნორმალური ფორმა.

“ამას ემატება იესო ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვა, ქაშუეთის ეკლესიის წინ, საშობაო მარხვის დროს. ვინ არიან თუ არა თავზე ხელაღებული სექტანტები, რომლებისთვისაც არც სამშობლო არ არსებობს, არც ეკლესია და არც არანაირი ღირებულებები”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები