“გუშინდელმა აქცია-პერფორმანსმა გვაჩვენა, რომ რუსთაველზე არა გულანთებული ახალგაზრდები, არამედ სექტანტები დგანან” – ჩიხელიძე
“გუშინდელმა აქცია-პერფორმანსმა გვაჩვენა, რომ რუსთაველზე არა გულანთებული ახალგაზრდები, არამედ სექტანტები დგანან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინდელ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის ფიტულის მიტანასა და დაწვას ეხმაურება.
“მათ სპეცრაზმელების შემდეგ იესო ქრისტე დაწვეს, ეს ყველაფერი ცდება მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს და საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, მათ შორის არაქრისტიანი მოსახლეობის. პროტესტსაც საკუთარი ფორმა და საზღვრები აქვს, მესმის მაიდნის სცენარს მიყვებით, მაგრამ დაფიქრდით რას აკეთებთ, იესო ქრისტეს გამოსახულებიანი სასახლის დაწვა გამოხატვის თავისუფლება არ არის!
აქციაზე რეალურად უსამშობლო, სექტანტები დგახართ, ჯერ იყო და ლგბტ წყვილების კოცნით “გაგვანებივრეთ” შემდეგ ბავშვები ჩართეთ აქციაში, შემდეგ ვიღაც ულვაშიანი ბიჭი გვიმტკიცებდა რომ ფერია არის, ახლა კი იესო ქრისტე დაწვით. სექტანტები ხართ, აბა, ვინ ხართ”, – წერს ჩიხელიძე.