“კანონპროექტები, რომლის მიხედვითაც აქციაზე სახის დაფარვა აიკრძალება და პიროტექნიკის გამოყენების საკითხი დარეგულირდება, ძალადობის პრევენციას ემსახურება” – ლევან მახაშვილი

“საზოგადოებამ ნახა, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, სახეში ესროდნენ, წვავდნენ და ჯანმრთელობის დაზიანებას აყენებდნენ პიროტექნიკის გამოყენებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

“ასეთი ჯგუფები იფარავდნენ სახეს იმ მიზნით, რათა არ მომხდარიყო მათი ძალადობრივი საქციელის იდენტიფიცირება. ერთი კანონი, რომელიც პიროტექნიკის რეგულირებას ეხება და მეორე კანონი, რომელიც სახის შებურვის საკითხს არეგულირებს, სწორედ ამისკენ არის მიმართული”, – განმარტა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები