ესტონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვია
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე თავად მინისტრი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალსა და უმაღლესი რადას სპიკერს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდება.
„უკრაინის მხარდაჭერა, მის გამარჯვებამდე, ესტონეთის პრიორიტეტად დარჩება, დათმობებზე არ წავალთ. უკრაინის გამარჯვება ევროპის, აშშ-ისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვებაა“, – წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.