თავდაცვის სამინისტრო: დაჭრილი მებრძოლების კვირეული გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობსდაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კვირეულის ფარგლებში, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. მათ უკვე იასპარეზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

“გამარჯვებულები თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შესაბამისი სინჯის მედლებით დააჯილდოვეს. ღონისძიება  დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.

დაჭრილ მებრძოლთა კვირეულის მიზანია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, რესოციალიზაცია და მათი მიღწევების წარმოჩენა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები