რუსებმა უკრაინას დრონებით ორჯერ შეუტიეს – დონეცკის ოლქში ისინი წინსვლას განაგრძობენ
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დონეცკის ოლქში წინსვლას განაგრძობენ,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი მტკიცებით, ოკუპანტების ჯარმა ქალაქ კურახოვოს, დაბა შევჩენკოს, სოფლების: ტრუდოვოეს, ვოზროჟდენიას და პუშკინოს მიმართულებით წინ წაიწიეს.
ამასთან, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით ორჯერ შეუტიეს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები ჯერ ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში აღმოაჩინეს, რამდენიმე წუთში კი დრონები დაფიქსირდა ჩერნიგოვის აღმოსავლეთით, რომლებიც სამხრეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ.
დაზიანებების, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.