ზურაბ ქადაგიძე: „მთავარმა არხმა” დადო თავდამსხმელების ფოტოები და ჰოი საოცრებავ, ორი ახალგაზრდა რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირშია – ერთის დედამ ისიც კი თქვა, ჩემი შვილი ძმაკაცს ახლდა და მხოლოდ გააშველა, არ უცემიაო

“რა დონის და მასშტაბის ნაძირალები ხართ, რომ ყველანაირ სპექტაკლს გაითამაშებთ, ოღონდ ბინძური ეგო დაიკმაყოფილოთ?!”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “მთავარი არხის” მიერ დადებული თავდამსხმელების ფოტოებით გაირკვა, რომ ორი ახალგაზრდა პირდაპირ კავშირშია რადიკალურ ოპოზიციასთან, ერთ-ერთს დედამ კი დაადასტურა მისი შვილის მონაწილეობა ამ ამბავში. როგორც ქადაგიძე აცხადებს, მართალია “მთავარმა არხმა” წაშალა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა, უკვე გვიანია და სერიოზულ “ნაღმს” დააბიჯეს ფეხი, ყველაფერი სამართლებრივად შეფასდება.

„ფუ, რა დონის და მასშტაბის ნაძირალები ხართ, რომ ყველანაირ სპექტაკლს გაითამაშებთ, ოღონდ ბინძური ეგო დაიკმაყოფილოთ?!

დღეს მთავარმა არხმა დადო თავდამსხმელების ფოტოები და ჰოი საოცრებავ, ორი ახალგაზრდა რადიკალურ ოპოზიციასთან, პირდაპირ კავშირშია!

ერთის დედამ ისიც კი თქვა, ჩემი შვილი ძმაკაცს ახლდა და მხოლოდ გააშველა, არ უცემიაო. რა გამოდის, იმ ბანდის წევრია ხომ?

მომენტალურად წაშალა მთავარმა არხმა, როგორც კი გავრცელდა, რომ მოძალადეები მათივე რიგებიდან იყვნენ და ამით, უფრო გაფანტეს ეჭვები.

დადეს, რომ ამოვიცანითო. ერთის დედამ თქვა – კი ჩემი შვილია, მაგრამ არ სცემდა ოპერატორს, აშველებდაო.

ანუ, დაადასტურა საკუთარი შვილის მონაწილეობა ამ ამბავში(ძმაკაცს ახლდა და აშველებდა გამართლება არ არის, ფაქტის დამალვაა,რატომ არ მივიდა პოლიციაში მაშინ თუ არ იცოდა და შეაცდინა ძმაკაცმა?).

მოკლედ, თავის აფეთქებას, “პოსტის” წაშლა ამჯობინა “მთავარმა არხმა”, თუმცა უკვე გვიანია.

სერიოზულ ნაღმს დააბიჯეს ფეხი, ამ მოძალადე ნაძირალებმა, ყველაფერი სამართლებრივად შეფასდება და აუცილებლად, უმკაცრესად აგებთ პასუხს.

აი თქვენი პოლიტიკური პატრონები კი ათჯერ მეტ საზღაურს გადაიხდიან, ამ ბოროტებისთვის!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები